вторник, 25 мая 2010 г.


ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა, რომელიც კახეთში, თელავიდან 7 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ის აიგო V საუკუნეში. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, რომელთა შორის უძველესი - სწორედ V საუკუნეში აგებული სამ ნავიანი ბაზილიკაა. ასევე მოიცავს ჯვრის ფორმის 2 ეკლესიას. ორივე მათგანი რიყის ქვითაა აგებული. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий